21:24 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 22:51:16, 599 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა გადადგომისთვის მზადყოფნას აცხადებს

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა გადადგომისთვის მზადყოფნას ადასტურებს. ის დატოვებს პოსტს, თუ ხალხი ამას მოინდომებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო "სპუტნიკი" ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, დეფაქტო ხელისუფლების მხარდასაჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ხაჯიმბამ განაცხადა, რომ თუ ხალხი მოინდომებს მის გადაყენებს, ის დათანხმდება, მაგრამ თუ ასე არ იქნება ის იბრძოლებს "ნეგატივის წინაამდეგ".

„ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი ხალხის გასაერთიანებლად, რათა შეგვექმნა პირობები რეალური გადაწყვეტილებისთვის სახელმწიფოს მეთაურის ბედთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც არ იყო საჭირო. ახლა აყენებენ საკითხს, რომ საჭიროა რეფერენდუმის გაუქმება. რეფერენდუმი ჩატარდება. ვიმეორებ, თუკი თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ხაჯიმბამ დატოვოს თანამდებობა, მე დავთანხმდები. თუკი ასე არ იქნება, ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ნეგატივის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს. მე ვერავინ შემაშინებს“, - განაცხადა ხაჯიმბამ.

მისი აზრით, რეფერენდუმის ორგანიზატორები ამ რეფერენდუმის ჩაშლას თავიდანვე გეგმავდნენ. დეფაქტო პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქცია ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა მონაცემებით, ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics