21:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 16:43:14, 648 ნახვა

პოლიტიკა
ჯონ კერი: 8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის

"8  ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის",-ამის შესახებ თბილისში ვიზიტად მყოფმა  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 მისივე თქმით, აშშ  საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს,  2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნილებები შეასრულოს:

"საქართველოს მოსახლეობამ თავად აირჩია ევროატლანტიკური მომავალი და აშშ თავის ვალდებულებას გრძნობს იმაში, რომ დაეხმაროს აღნიშნული მიზნების მიღწევაში. აშშ მყარად დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. რუსული ოკუპაციისა და მილიტარიზაციის შედეგები საქართველოს ტერიტორიების  ოკუპაციის თვალსაზრისით მიუღებელია და ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნილებები, რაც გულისხმობს მისი ჯარების გაყვანას კონფლიქტის წინა პოზიციებზე და ჰუმანიტარული დამხარებისთვის ყოველგვარი ბარიერის მოხსნას ამ რეგიონში. 15 მილიონიანი დოლარის პროგრამის დაანონსება მოვახდინე იმისათვის, რომ გამყარდეს ეკონომიკური მდგრადობა საქართველოში და პლუს 1 მილიონი დოლარი დამატებით იმისათვის, რომ შენარჩუნდეს შესაბამისობა შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ასევე გვინდა, გავამყაროთ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მოგვიანებით ვაპირებ შევხვდე ახალგაზრდა ქართველ ბიზნესმენებს,  მეწარემეებს, რომელთაგანაც გვინდა,  მოვისმინოთ,  რას ფიქრობენ საქართველოში ინოვაციების წინსვლის თვალსაზრისით. ჩვენ დემოკრატიული პროცესის  საკითხებს წამოვჭრით ოპოზიციასთან, რომელთანაც ხვალ მექნება შეხვედრა. 8  ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის. თავისუფალი,  სამართლიანი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი უფრო მეტი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და საქართველოს   მოსახლეობის ეკონომიკური აღმავლობისთვის. ხაზი გავუსვით საარჩევნო თემებს, რომელიც ზეწოლისა და დაშინებებისგან არის თავისუფალი",-განაცხადა ჯონ კერიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics