18:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 17:10:07, 634 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: რაც წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით ხდება, პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნების შემცველია

 „რაც კი გიგი წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით ხდება, არის მაზოხიზმის ნიშნების შემცველი და არის ძალიან სამარცხვინო“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მან სამარცხვინო უწოდა ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებულ  ამბებს, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ მას მიუთითეს, რომ სწორი არ იყო.

„ეუთო-ს საპარლანებტო ასამბლეის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშორებით რაც ხდება, მე ვუწოდე სამარცხვინო. მოგვიანებით კოლეგებმა „ქართული ოცნებიდან“ მიმითითეს,  არ იყავი სწორიო. ვაღიარებ, არ ვიყავი სწორი, რადგან რაც დრო გადის, უფრო მივხვდი, რომ ის, რაც ხდება, არის არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ თავის მომჭრელი,  პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნების შემცველიც და კიდევ ათასი უბედურება”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურა „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა. გიგი წერეთელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც და  პარტიული კუთვნილების მიუხედავად, იგივე მოუწოდა ეუთოში საქართველოს დელეგატებს. რაც შეეხება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას, ისინი წერეთლის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics