16:59 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 21:45:07, 742 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი ჩატაევის გათავისუფლებაზე: აღმოვჩნდით დიდ საერთაშორისო შარში და სკანდალში

"აღმოვჩნდით დიდ საერთაშორისო შარში და სკანდალში" - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას "კურიერის" პირდაპირ ეთერში.

სააკაშვილმა ახმედ ჩატაევისა და რუსი ჯაშუშების გათავისუფლების შესახებ საუბრისას თქვა, რომ დღევანდელი ხელისუფლებას ჩატაევის გათავისუფლებაზე "საკუთარი გეგმა ჰქონდა".

„ჩატაევი გაუშვეს იმიტომ, რომ ეთქვა, თითქოს ლაფანყური იყო რაღაც სახით პოლიტიკური ოპერაცია, რომელიც ჩვენ დავდგით. ახლა კი აღმოვჩნდით დიდ საერთაშორისო შარში და სკანდალში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველო ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ პოზიციაზე დაწვრილებით საუბრობს და ახმედ ჩატაევის გათავისუფლების დეტალებს ყვება.

„ეს არ იყო ერთადერთი პირის გათავისუფლება, ვისაც მე არასწორად მივიჩნევდი. იქ იყვნენ სხვა პირებიც. იყვნენ ისეთებიც, ვინც შეიყვანეს პოლიტპატიმრების სიაში, მათ შორის იყვნენ ნარკოტიკების დიდი რაოდენობით გამსაღებლები და იყვნენ მკვლელებიც. ვფიქრობდი, რომ ეს შეუქმნიდა წინააღმდეგობას საზოგადოების უსაფრთხოებას და ასევე არის მეორე კატეგორია ხალხის, რომელიც უქმნიდა წინააღმდეგობას ქვეყნის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს სახელმწიფოებრიობას. ეს ის ხალხია, ვინც რუსეთის ჯაშუშობისთვის დაკავებული და ეს იყო ასევე ახმედ ჩატაევი. ეს ჩემი განცხადებები იყო საჯარო,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი - ცნობილია საპატრიარქო კანდიდატები
ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
კობახიძე: რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი? წაგიყვანთ და 4.60 ლარად გაყიდინებთ 10 კვერცხს
გაათავისუფლეს ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი, რომელსაც სახაროვის პრემია მზია ამაღლობელთან ერთად მიენიჭა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics