04:57 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 11:43:05, 1240 ნახვა

სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე რუსთავის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ რუსთავის საკრებულოს, მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, გრიგორ კამკამიძე დააკავა.

ამის შესახებ საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული:

„საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, კორუფციული გარიგების თანახმად, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებაში. აღნიშნულისათვის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ, გრიგორ კამკამიძემ ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 2500 ლარი“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics