13:22 - 16 Jul, 2026
|
2016-07-01 15:01:28, 1353 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 11 ადამიანი დააკავეს
სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი კიდევ 11 პირი დააკავეს, რომელთა შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან. ინფორმაციას თურქული გამოცემა Hurriyet-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სტამბოლის პოლიციის კონტრტერორისტულმა ქვედანაყოფმა „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო წევრების დასაკავებლად სპეცოპერაცია დღეს ჩაატარა. ცნობისთვის, ამ დროისთვის, ათათურქის აეროპორტის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 24 ადამიანია დაკავებული. შეგახსენებთ, ათათურქის აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ბოლო მონაცმებით, ტერაქტის შედეგად 43 ადამიანი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)