15:05 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 14:50:12, 439 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი პედრო აგრამუნტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა პედრო აგრამუნტს  სახელმწიფოებრიობის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მიმართულებით შექმნილ მდგომარეობაზე და ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების საკითხს და წინასაარჩევნო გარემოს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცესს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უწევდეს მონიტორინგს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics