15:06 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 11:34:38, 626 ნახვა

პოლიტიკა
ჯონ ქერი საქართველოს 6 ივლისს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი საქართველოს 6 ივლისს ეწვევა.

აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ დაადასტურა.

“სახელმწიფო მდივანი თბილისში 6 ივლისს გაემზგავრება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება ორმხრივი ურთიერთობების საკითხების განსახილველად, მათ შორის საქართველოს ევროტალანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის მხარდაჭერასა და ოქტომბერში დაგეგმილ წარმატებულ არჩევნებს. ამის შემდეგ ის იქნება თანათავმჯდომარე  აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრაზე და გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან”, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

ჯონ კერი საქართველოში ვიზიტის შემდეგ უკრაინაში გაემგზავრება. კიევში ის უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics