|
2016-06-30 20:21:24, 579 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: მე, როგორც იუსტიციის მინისტრი, აჰმედ ჩატაევის გათავისუფლების წინააღმდეგი ვიყავი
2012 წელს, როდესაც აჰმედ ჩატაევი გაათავისუფლეს, მე, როგორც იუსტიციის მინისტრი, ამის წინააღმდეგი ვიყავი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აჰმედ ჩატაევი ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორია. მინისტრის თქმით, ასეთი პატიმრების გათავისუფლებისას პროკურატურას უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა „მე ვემხრობოდი იმ აზრს, რომ ასეთი პატიმრების გათავისუფლებისას პროკურატურას უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა. იმ დროს პროკურატურა ახალი გათავისუფლებული იყო ადეიშვილის პოლიტიკისა და წნეხისგან და არჩილ კბილაშილის მმართველობის დროს არის ეს მომხდარი. ასეა თუ ისე, ეს არის წარსული, ახლა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, მათ შორის თურქეთის სახელმწიფოსთან, კიდევ უფრო აქტიურად, რომ ამგავრი აქტები აღარ განმეორდეს“, - განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, თურქული გამოცემა Yeni Safak-ის ინფორმაციით, სტამბოლის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევია, თუმცა სააგენტო აღნიშნავს, რომ თურქეთის ხელისუფლება ტერაქტთან ჩატაევის კავშირს არ ადასტურებს. ცნობისთვის, აჰმედ ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, ლაფანყურის ოპერაციის დროს დააკავეს. 2012 წლის დეკემბერში თბლისის სასამართლომ ჩატაევს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. თურქული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს აჰმეთ ჩატაევი ექსტრეისტულ დაჯგუფება “ისლმაურ სახელმწიფოს” შეუერთდა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)