|
2016-06-30 18:30:25, 560 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის პატივსაცემად ბერლინში, ბელვიუს სასახლეში ოფიცილური დახვედრის ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე საქართველოს და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა, პრეზიდენტები სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრნენ, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ბელვიუს სასახლეში იყვნენ მოწვეული. ცერემონიის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი გერმანელ კოლეგას იოახიმ გაუკის ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვდა. ასევე პირისპირ გამართეს შეხვედრა საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და გერმანიის პირველმა ლედიმ დანიელა შადტმა. პრეზიდენტების შეხვედრისას საუბარი შეეხო სახელმწიფოებს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სავაჭრო, ტურისტულ და ჰუმანიტარული თანამშრომლობის პოტენციალის შემდგომ განვითარებას. პრეზიდენტებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს, გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამო, შეხვედრისას აღინიშნა, რომ გერმანია იყო და რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში. პრეზიდენტებმა ევროპაში არსებულ სირთულეებზეც იმსჯელეს და ევროკავშირში შექმნილი ვითარება განიხილეს, მათ შორის ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი, აღინიშნა ის როლი, რასაც საქართველო თამაშობს საერთო ევროპულ უსაფრთხოებაში, გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალური თანამშრომლობის და აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)