10:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 17:32:58, 552 ნახვა

საზოგადოება
პირველმა ლედიმ ბერლინში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციალიზირებული ცენტრი LebensOrte მოინახულა

პირველმა ლედიმ, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციალიზირებული ცენტრი LebensOrte მოინახულა.

20 წელზე მეტია ცენტრი ბერლინისა და ბრანდენბურგის ფედერალურ მიწებზე ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საცხოვრებლებზე ზრუნავს და მათი ძალისხმევით, 1990 წლის შემდეგ მსგავსი სახის 100-მდე ზედამხედველობითი საცხოვრებელი შეიქმნა. 

როგორც პირველმა ლედიმ ცენტრის დათვალიერებისას აღნიშნა, საერთო საცხოვრებლებში დიდი ყურადღება ეთმობა ერთიანი სოციალური გარემოს შექმნას, რომელიც იქ მცხოვრები თითოეული ადამიანის პიროვნულ განვითარებას ემსახურება.

მაკა ჩიჩუას განცხადებით, ამ საცხოვრებლებში მცხოვრები ადამიანების დასაქმებისა და ხელშეწყობის მიზნით, მოქმედებს  ეგრეთწოდებული „ორმაგი შიდა პრინციპი", რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შესაბამისი საქმიანობის შეთავაზებას გულისხმობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. მათი სხვადასხვა კულტურული თუ თერაპიული განხრით დასაქმება კი ხელს უწყობს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებას მათი სულიერი და გონებრივი საჭიროებების შესაბამისად.

„სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული დაფინანსების საკითხებში. ისინი აფინანსებენ და შემდეგ იმ ადამიანების ხელშია ფინანსები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან ამ ადამიანების საჭიროებები. 
მინდა, რომ ეს მოდელი  და მსგავსი ჩართულობა ჩვენც გავიზიაროთ.
სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული ასეთი ტიპის პროგრამებში", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი 19 წლის შემდეგ პირველად სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება
WSJ: ტრამპმა ირანის გრძელვადიანი ბლოკადისთვის მზადების ბრძანება გასცა
მეფე ჩარლზი აშშ-ის კონგრესისადმი: უკრაინის მხარდაჭერის ურყევი ვალდებულებაა საჭირო
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics