10:55 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 15:34:16, 683 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი გალერეა“ და ქართველი ხელოვანები გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად ერთიანდებიან

1 ივლისს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეა და ქართველი ხელოვანები 26 წლის ფეხბურთელის, გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად  ერთიანდებიან.

40-ზე მეტი ქართველი არტისტის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას თიბისი გალერეის საგამოფენო სივრცე ერთი დღით დაეთმობა, შემოსული თანხა კი გიორგი ლოსაბერიძის მკურნალობას მოხმარდება.

გიორგიმ თავის მძიმე ტრავმა ფეხბურთის თამაშის დროს მიიღო. მისი მკურნალობა  და რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რის გამოც გიორგის საზოგადოების დახმარება და თანადგომა  სჭირდება.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე შემდეგი ხელოვანების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი:

თუთუ კილაძე, ნინო ჩაკვეტაძე, ქეთი დავლიანიძე, გიორგი ჩხეიძე, მაია სუმბაძე, ანტონ ბალანჩივაძე, თინათინ ჩხიკვიშვილი, კახაბერ ტატიშვილი, მაკა ბატიაშვილი, ქეთი მატაბელი, ლია შველიძე, ცისია კილაძე, როკო ირემაშვილი, ანდრია დოლიძე, თამუნა ჩიქოვანი, კახი ერაძე, მაკა თავამაიშვილი, ირაკლი სუთიძე, ლევან ხარანაული, მიშა გოგრიჭიანი, კოკო  ცხვედიანი, ნიკო ცეცხლაძე, გურამ წიბახაშვილი, ზურა გომელაური, ნოდარ ბადურაშვილი, ირაკლი სუთიძე, ნუგზარ მანჯაფარაშვილი, გურამ თიკანაძე, ვანო აბულაძე, თენგიზ მირზაშვილი, გიკა მირზაშვილი, იურა ბერიშვილი, დედა სიდონია, ოლეგ ტიმჩენკო, მიშა შენგელია, ნათია კლდიაშვილი, ლაშა კინწურაშვილი, მაია ქველიძე, ბუბა არაბული და სხვა.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: მარჯანიშვილის ქ.7, „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისი, „თიბისი გალერეა“.

გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად „თიბისი ბანკში“ გახსნილია ანგარიშის ნომერიც:

სს „თიბისი ბანკი“

GE10TB7009026365100063

ეკატერინე გილაშვილი-ლოსაბერიძე (გიორგი ლოსაბერიძის დედა)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი 19 წლის შემდეგ პირველად სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება
WSJ: ტრამპმა ირანის გრძელვადიანი ბლოკადისთვის მზადების ბრძანება გასცა
მეფე ჩარლზი აშშ-ის კონგრესისადმი: უკრაინის მხარდაჭერის ურყევი ვალდებულებაა საჭირო
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics