09:38 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 11:30:35, 610 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

როგორც ქუმსიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ბოროტებაა, რომელსაც ყველა საერთო ძალებით უნდა ვებრძოლოთ.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი შემზარავი, ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი, უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ  გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის მოქალაქეებს, ქვეყნის მთავრობას. თითოეული გარდაცვლილი ადამიანი ძალიან მძიმე დანაკლისია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ბოროტებაა, რომელსაც ყველა საერთო ძალებით უნდა ვებრძოლოთ. კიდევ ერთხელ გამოვხატავ მწუხარებას პირადად ჩემი და სამინისტროს სახელით, ამ მძიმე წუთებში  ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - ნათქვამია ქუმსიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა.

სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.

მსხვერპლთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics