10:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 16:54:40, 530 ნახვა

პოლიტიკა
ეკა მიშველაძე: თინა ხიდაშელის გადწყვეტილებაზე კომენტარებმა შესაძლოა, ქვეყნის ინტერესები დააზარალოს

"თინა ხიდაშელის გადწყვეტილებაზე კომენტარებმა შესაძლოა, ქვეყნის ინტერესები დააზარალოს" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ამომწურავად უპასუხეს კითხვებს და პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მეტი საჯარო კომენტარი საჭირო არ არის.

„წინ არის ვარშავის სამიტი, სადაც პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრთან ერთად მიემგზავრება. შესაბამისად, ამ საკითხზე გაკეთებულმა კომენტარებმა შეიძლება, დააზარალოს ქვეყნის ინტერესები", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.  

ცნობისთვის, თინა ხიდაშელის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტრო ჯარში სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელი პრესკონფერენციაზე მოაწერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics