08:29 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 12:12:44, 651 ნახვა

საზოგადოება
ნუცუბიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება

შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება.

მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, ცალმხრივად შეზღუდვა დაწესდება ქუჩის ორ მონაკვეთზე - სანდრო ეულის ქუჩის კუთხიდან მ. შავიშვილის ქუჩის კუთხემდე და ასათიანის ქუჩის კუთხიდან კანდელაკის ქუჩამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს: შ. ნუცუბიძის ქუჩიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სანდრო ეულის ქუჩის გავლით, ჩავა ვაჟა-ფშაველას გამზირზე და მ. შავიშვილის ქუჩით კვლავ ავა ნუცუბიძის ქუჩაზე. გარკვეული მონაკვეთის გავლის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩაუხვევს ასათიანის ქუჩაზე, გზას განაგრძობს ალ. ყაზბეგზე, რის შემდეგაც ი. ვაკელის ქუჩის გავლით ავა კანდელაკზე. მოქალაქეები გადაადგილებას აღნიშნულ მონაკვეთებზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით შეძლებენ.

ნუცუბიძის ქუჩაზე  საგზაო სამუშაოების დაწყებას  თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი პირადად დაესწრო. კუბლაშვილის თქმით, თბილისის მერიამ დღეს  კიდევ ერთი კაპიტალური პროექტის განხორციელება დაიწყო.

"დღეს დავიწყეთ ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც  დაახლოებით სექტემბრამდე გასტანს. ერთი  თვის განმავლობაში, ნუცუბიძის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივად  შეიზღუდება. მოსახლეობას მინდა აღნიშნული დისკომფორტისთვის    ბოდიში მოვუხადო.  ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, სამუშაოები დროის იმ მონაკვვეთში დაგვეწყო, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი  გასულია ქალაქიდან. შედეგად საგზაო შეფერხებები  არც ისე დიდი იქნება", - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

შალვა ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარია გამოყოფილი და საგზაო სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics