07:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 11:46:42, 646 ნახვა

საზოგადოება
დათა ქაჯაია მსოფლიო ჩემპიონატზე შსს-ს კამპანიის - “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ლოგოთი მონაწილეობს

შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის Mia force-ის წევრმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახემ დათა ქაჯაიამ, რომელიც ძარიანი ავტომობილებით რბოლაში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, საკუთარ სარბოლო ავტომობილზე კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები განათავსა.

შსს-ს ინფორმაციით, ძარიანი ავტომობილებით მსოფლიო ჩემპიონატი 11 ქვეყანაში მიმდინარეობს. დათა ქაჯაია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ამ ჩემპიონატში მონაწილეობს. ქართველი მრბოლელი, ტურნირის მე-6 ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ ათეულშია.

TCR International-მა დათა ქაჯაიასთან დაკავშირებით, რეპორტაჟი მოამზადა. ჟურნალისტთან ინტერვიუში ქართველმა მრბოლელმა შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები - „ჩვენი გულისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics