15:20 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 15:19:31, 1353 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის დატოვების საკითხზე, შესაძლოა რეფერენდუმი ჩრდილოეთ ირლანდიაშიც ჩატარდეს

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შემავალმა ჩრდილოეთ ირლანდიამ რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ირლანდიის მმართველი პარტიის „შინ ფეინის“ თავმჯდომარემ დეკლან კირნიმ განაცხადა.

„რეფერენდუმის შედეგები ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიტიკურ ლანდშაპტს მთლიანად ცვლის და ჩვენ დავიწყებთ რეფერენდუმისთვის მზადებას, რომლითაც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გავალთ და ირლანდიას შევუერთდებით“, - განაცხადა კირნიმ.

მისივე თქმით, რეფერენდუმის შედეგები ბრიტანეთის მთავრობას უფლებას ართმევს, გაატაროს ჩრდილოეთ ირლანდიის ინტერესები იმ პირობებში, როდესაც მის მოსახლეობას ევროკავშირში დარჩენა სურდა. პოლიტიკოსის ინფრომაციით, ევროკავშირში დარჩენას ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის 56% უჭერდა მხარს.

თავის მხრივ, შოტლანდიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექს სალმონდმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობა შოტლანდიამაც უნდა დატოვოს, რადგან შოტლანდიის მოსახლეობის უმრავლესობას, ასევე ევროკავშირში დარჩენა სურს. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა და მაშინ უმრავლესობას დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენა სურდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics