07:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 13:12:52, 709 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის შრომითი დავა ურთიერთშეთანხმებით დასრულდა

სახელმწიფო მედიაციის სამსახურის ჩარევით საზოგადოებრივი მაუწყებლის შრომითი დავა  ურთიერთშეთანხმებით დასრულდა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტელევიზიის თანამშრომლებისა (პირველადი პროფკავშირი) და ხელმძღვანელობის დავა 1 თვის წინ დაიწყო და მედიატორის ჩართვა ამ პროცესში მოხდა დაუყოვნებლივ.

ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი (მედიატორი) ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა როგორც პროფკავშირის ასევე ბორდის წარმომადგენლებთან.

შედეგად შეიცვალა კომუნიკაციის ფორმა დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, მოთხოვნა ხელფასების მატებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებულია და 1 ივლისიდან 600-მდე თანამშრომელს 10 და 20%-ით გაეზრდებათ ანაზღაურება. მხარეებს შორის შუალედური შეთანხმების მიხედვით, ხელმძღვანელობა ვალდებულია ტელევიზიაში ფუნდამენტური ცვლილებების პროცესში ჩართულები იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელებიც.

ასევე მოხდა კიდევ ერთი უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მხარეებმა განსაზღვრეს შეთანხმების აღსრულებისა და მონიტორინგის მუხლი  ხელშეკრულებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics