07:00 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 19:33:04, 558 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახი კახიშვილს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილი პენიტენციარულ დაწესებულებებში მყოფი ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მდგომარეობით დაინტერესდა და მინისტრისაგან მიიღო დეტალური ინფორმაცია, როგორ არის დაცული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით მათი კონსტიტუციური და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები.

პრეზიდენტისა და მინისტრის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ესწრებოდა.

როგორც კახა კოჟორიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან დაკავშირებით მაღალი ინტერესი არსებობს. 

„პრეზიდენტმა, სწორედ, ამ საკითხის მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ უშუალოდ მინისტრისაგან მიეღო ინფორმაცია, სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით მათი კონსტიტუციური და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების შესახებ.
პრეზიდენტმა მინისტრისაგან მიიღო ინფორმაცია, რომ ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მისი განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის საბაბი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება გახდა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტს საკითხით დაინტერესებისაკენ მოუწოდეს.  

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა განაცხადა,  დღეის მდგომარეობით, ყველა პატიმრის,  მათ შორის,  ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებულია ჩვენს დაწესებულებებში.

„ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი პირობებით. ამას არაერთხელ გაუსვა ხაზი ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა, რომელთა უფლებამოსილების ფარგლებშიც პენიტენციარული დაწესებულებების შემოწმება შედის",  - აღნიშნა კახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics