05:54 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 18:40:26, 1039 ნახვა

სამართალი
კახიშვილი თანამდებობის ყოფილ პირებზე: პატიმრებისგან არასოდეს მომისმენია, რომ მათი უფლებები ირღვევა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი დაინტერესდა კონკრეტულად ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში.

ამის შესახებ კახიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახიშვილის განცხადებით, ის პრეზიდენტს პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ესაუბრა.

„პრეზიდენტმა დღეს შეხვედრა მთხოვა. ის დაინტერესდა კონკრეტულად ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში, არის თუ არა უზრუნველყოფილი კონსტიტუციით და კანონით გარანტირებული უფლებები. ვესაუბრე პრეზიდენტს პატიმრების პირობებთან დაკავშირებით. 2012 წლიდან იცით, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გრანდიოზული რეფორმები განხორციელდა და ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი პირობებით. ამაზე არაერთხელ გაუსვა ხაზი ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა და  მათ შორის იმ ორგანიზაციებმა, რომლის უფლებამოსილების ფარგლებში შედის პენიტენციური დაწესებულებების შემოწმება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ყველა პატიმრის, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებეულებებში.

„ეს განცხადება შემიძლია გავაკეთო როგორც სასჯელაღსრუელბისა და პრობაციის მინისტრმა, რომელმაც დეტალურად ვიცი. მინდა გითხრათ, რომ თავად ამ პატიმრებისგან არასოდეს მომისმენია განცხადებები, რომ რაღაც დოზით მათი უფლებები ირღვევა. ჩვენს პენიტენციური სისტემის ჭრილში“, - განაცხადა კახიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ დადგა ეს საკითხი ახლა, კახიშვილმა განაცხადა, რომ ევროპელმა კოლეგებმა განცხადებით მიმართეს პრეზიდენტს.

„პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა ჩემთან შეხვედრა. მე მას დეტალურად მოვახსენე პირობები, სადაც სასჯელს იხდიან ყოფილი მაღალჩინოსნები“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics