06:01 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 17:42:51, 577 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა არგენტინის ადამიანის უფლებათა სახელმწიფო მდივანს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმები გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბუენოს აირესში ადამიანის უფლებათა სახელმწიფო მდივნის ოფისს ეწვია, სადაც სახელმწიფო მდივნის მოადგილე ხოსე ბრაიან შაპირას და ინსტიტუციური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გენერალურ დირექტორ მატიას გარიდოს შეხვდა. მინისტრმა სახელმწიფო მდივნის ოფისს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტებისა და გატარებული რეფორმების, ასევე, იმ საბჭოების ფუნქციონირების შესახებ უამბო, რომლებიც ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, წამების წინააღმდეგ მუშაობენ იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით. 
თეა წულუკიანმა ბოლო პერიოდის ყველაზე დიდ მიღწევად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება და ციხეებში წამების დამარცხება დაასახელა. მინისტრის თქმით, ადამიანების ციხეებში წამებისა და მსჯავრდებულთა რეკორდული რაოდენობის გათვალისწინებით, ქვეყანაში მასშტაბური ამნისტია გამოცხადდა; პარალელურად კი, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრში შეიქმნა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც ყოფილ პატიმართა საზოგადოებაში დაბრუნებას უწყობს ხელს და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. თავის მხრივ, არგენტინის ადამიანის უფლებათა სახელმწიფო მდივნის ოფისის წარმომადგენლებმა იმ გამოცდილებასა და მექანიზმებზე ისაუბრეს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არგენტინას აქვს. ადამიანის უფლებათა სახელმწიფო სამდივნოს ტერიტორიაზე მდებარეობს შენობა, სადაც დიქტატურული რეჟიმის დროს, 1976-1983 წლებში, სამხედრო სკოლა „EX-Esma“ ფუნქციონირებდა. ე.წ. სამხედრო სკოლაში რეჟიმის დროს პირთა დაკითხვისა და წამების სასტიკ მეთოდებს მიმართავდნენ. 7 წლის განმავლობაში შენობაში 5 000 ადამიანი მიიყვანეს დასაკითხად, საიდანაც ცოცხალმა მხოლოდ 200-მა გამოაღწია. დღეს ამ შენობაში ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის მუზეუმია განთავსებული. 

სამუშაო ვიზიტის პირველი დღის დასასრულს მუზეუმი იუსტიციის მინისტრმა დაათვალიერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics