2016-06-22 19:57:51, 684 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებული ინიციატივა დაამტკიცა
”საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ერთ-ერთი ძირითადი სიახლე საარჩევნოდ პარტიებს შორის უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებას ეხება.
კერძოდ, ცვლილებების თანახმად, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს არა მარტო ის პარტია, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის (ბლოკის) პირველი ნომერი იყო ან რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 4% ან მეტი მიიღო, არამედ ყველა პარტია, რომელიც იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას.
პროექტის ავტორი და ინიციატორი პარლამენტის იურიდიულ საკითხია კომიტეტია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან