18:24 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 17:06:10, 902 ნახვა

სამართალი
ნოდარ ჯავახიშვილი: ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს

„ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს“, - ამის შესახებ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  ნოდარ ჯავახიშვილმა ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვანო მერაბიშვილი ციხეში იჯდება თუ არა, ეს არც  არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და არც რაიმე ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

„როგორ გგონიათ, ინფრასტრუქტურის მინისტრი იმით უნდა იყოს დაკავებული, ვინმე  ვანო მერაბიშილის წინააღმდეგ დაიწყება თუ არა გამოძიება? ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს. მერაბიშვილი ციხეში იჯდება თუ არა, ეს არც არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და არც რაიმე ადამიანის უფლებების დარღვევაზე. მერაბიშვილი როცა იყო გარეთ, მაშინ იყო დარღვეული ადამიანის უფლებები. ვანოს გვერდით უნდა იჯდეს უამრავი მისი ძმა და მეგობარი“, - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics