04:49 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 17:43:10, 668 ნახვა

საზოგადოება
გვარამია: ეს არის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებაში ჩარევა

„ყოველ საათში 2 წუთნახევრიანი ბლოკის გამოყოფა არის დაუშვებელი და ანგრევს ბადეს, ყველა არხისთვის, GDS-ით დაწყებული, „რუსთავი 2“-ით დასრულებული ამ აზრზეა“,-ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებული  ცვლილელების კომენტირებისას განაცხადა.

გვარამიას თქმით, ცვლილებების ნაწილი  ფინანსურად ანგრევეს კერძო ტელეკომპანიებს.

„ჩვენთვის ეს ცვლილებების მისაღებია ნაწილობრივ და არის ნაწილები, რომელიც მიუღებელია. მისაღებია, როდესაც მკაფიოდ ითქმება, რომ 50-ე დღეს იწყება ეს რეგულაცია, მართალია, დროის ჯამური ნაწილი არ იცვლება, მაგრამ როგორ გადავანაწილოთ ეს დრო, ამას გვასწავლის კანონმდებელი, რაც არის ჩვენ სარეკლამო დამოუკიდებლობაში ჩარევა და აღვრვს კონსტიტუციას. ყოველ საათში 2 წუთნახევრიანი ბლოკის გამოყოფა არის დაუშვებელი და ანგრევს ბადეს, ყველა არხისთვის, GDS-ით დაწყებული, „რუსთავი 2“-ით დასრულებული ამ აზრზეა. ეს კომერციულადაც წამგებიანია. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ იმგვარად ვანაწილებდით სარეკლამო დროს, რომ პრაიმ-ტაიმი ხელშეუხებელი ყოფილიყო უფასო სარეკლამო დროისგან და ინტერესი გასჩენოდათ პოლიტიკურ პარტიებს, რომ რაიმე ეყიდათ ყველაზე ყურებად დროს, ახლა ეს ინტერესიც უნდა დაიკარგოს. პოლიტიკური კამპანია რა ნაწილში უნდა იყოს საინტერესო კომერციული ტელევიზიებისთვის? ჩვენ ვართ კომერციული ტელევიზია, ამიტომ პოლიტიკური ინტერესი ერთია, მეორე ჩვენი პოლიტიკური ინტერესი. მესამე ინტერესიც არსებობს და ეს არის მაყურებლის  ინტერესი“,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics