18:24 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 12:01:10, 970 ნახვა

სამართალი
გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს.

დეპუტატი საგამოძიებო ორგანოში ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის, იგივე „სვანის“ თემაზე, 17:00 საათზეა დაბარებული.

დავით გერლიანის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია თარგამაძემ გუშინ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ქართველი კანონიერი ქურდის საქართველოში დეპორტაცია ოდესიდან მოხდა.

„შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის  დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე N009190616001 საქმეზე, დავით გერლიანის მიერ კანონიერი ქურდობის ფაქტზე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, გამოკითხვის მიზნით, გთხოვთ გამოცხადდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში“, - ნათქვამია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ უწყებაში, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics