|
2018-02-23 21:36:51, 1223 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლადო გრიგალაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარემ პროცესზე საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ისაუბრა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა ანა ნაცვლიშვილს 7 ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის იარაღი გადამალა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დანა, გრიგალაშვილის მამის კუთვნილ ავტომობილში აღმოაჩინეს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმორბის შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მისივე განცხადებით, საქმეში არსებული დანა ბრალდებულის მამას ეკუთვნის და დანაშაული ამ დანით ჩადენილი ვერ იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აღნიშნული ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 21 წლის გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა. უწყების ცნობით, ეს გოგონას ყოფილი შეყვარებული.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)