02:47 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 09:14:07, 658 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსადმი საერთო ღირებულებებს ეფუძნება

 „გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსადმი ჩვენს საერთოდ ღირებულებებს ეფუძნება“,-ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილა  გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებაზე განაცხადა, სადაც მოწვეულ სტუმრებს შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი იმყოფებოდა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მხარდაჭერისა და გულთბილი მიღებისთვის.

  კვირიკაშვილმა  ხაზი გაუსვა საქართველო-გერმანიის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ გერმანიის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

"გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. უფრო მეტიც, გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც საელჩო გახსნა თბილისში 1992 წლის აპრილში და ეს მისია შეასრულა გერმანიის ერთ-ერთმა ბრწყინვალე მოღვაწემ ჰანს-დიტრიხ გენშერმა, რომელმაც დახმარება გაუწია ახლად შობილ სახელმწიფოს პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმაში სახელმწიფოებრიობის გზაზე. მას შემდეგ გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და, რაც მთავარია, ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამისთვის. გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსადმი ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და ფუნდამენტურია ჩვენთვის, რადგან ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელებას,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბერლინში გამართულ საზეიმო მიღებას  დიპლომატები, ბიზნესისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics