|
2016-06-16 18:36:50, 650 ნახვა
პოლიტიკა
მერკელი კვირიკაშვილზე: მეგობარი და კარგი პარტნიორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინშია; მერკელი: მეგობარი და კარგი პარტნიორი, - ამ სათაურით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საკუთარ ვებ-გვერდზე მასალა გამოაქვეყნა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კანცლერს გერმანიის საქართველოსადმი ძლიერი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „გერმანულ-ქართული ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში ახალ საფეხურზე ავიდა“. "გერმანიას და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება სურთ, განაცხადა ანგელა მერკელმა ფედერალურ კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ამასთანავე, კანცლერი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესის დაჩქარების სურვილს გამოთქვამს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბერლინში შემდგარი ოფიციალური შეხვედრის დროს ანგელა მერკელმა ძალიან ინტენსიურ გერმანულ-ქართულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. "ჩვენი დღევანდელი საუბარი ძირითადად განსაზღვრული იყო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობებით", - განაცხადა ანგელა მერკელმა. სტატიაში ცალკე ქვესათაურად არის გამოყოფილი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თემა. „მერკელმა საქართველოში ეკონომიკის სფეროში განვითარებული მოვლენები და ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული რეფორმები შეაქო და აღნიშნა, რომ „ეს კარგი საფუძველი იქნება გერმანულ საწარმოებთან კონტაქტების კიდევ უფრო გასაღრმავებლად", - ნათქვამია სტატიაში. ანგელა მერკელმა ისიც განაცხადა, რომ გერმანიაში ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული, რაოდენ დიდ პროგრესს მიაღწია საქართველომ, განსაკუთრებით კი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და გამჭვირვალეობის კუთხით“, - ნათქვამია სტატიაში, სადაც მოყვანილის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები გერმანულ-ქართული ეკონომიკური ფორუმის შესახებ - „ფორუმში მონაწილეობას 150 ფირმა და საწარმო იღებდა. ეს არის იმის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები უფრო მჭიდრო ხდება“. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოში 300-მდე გერმანული საწარმო მოქმედებს. „მე ვფიქრობ, პოტენციალი კიდევ უფრო დიდია და მისი სრულად გამოყენება უნდა მოხდეს“.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)