სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თამარაშვილისა და ვარაზის ხევის დამაკავშირებელ გზაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კუნძულზე, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა. 

" />
01:52 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 14:07:42, 499 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თამარაშვილისა და ვარაზის ხევის დამაკავშირებელ გზაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კუნძულზე, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა. 

პანაშვიდს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. 

დედაქალაქის მერის განცხადებით, ყოველი წლის 13-14 ივნისს მემორიალი იქნება შეკრების ადგილი, სადაც სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

 „დღეს მობრძანდა უწმინდესი, გადაიხადა პანაშვიდი თითოეული იმ ადამიანის სულის ხსოვნისთვის,რომლებიც ზუსტად ერთი წლის წინ აქ სტიქიას შეეწირნენ და ყოველთვის უნდა გავიხსენოთ მათი სახელები. ეს ადგილი იქნება სიმბოლო იმისა, რაც გულისხმობს ამ ადამიანების გახსენებას და თითოეული მათგანის სულის ხსოვნისთვის სანთლების დანთებას. 13-14 ივნისს, ტრადიციულად, აქ იქნება შეკრების ადგილი, სადაც მოვალთ და ყოველთვის გავიხსენებთ მათ სახელებს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ

პანაშვიდს ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ვაკისა და საბურთალოს რაიონების გამგებლები და დეპუტატები ესწრებოდნენ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics