2016-06-13 23:47:25, 651 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია GDS წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს
დღეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია GDS წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს. ქარტიას სარჩელით "გაერთიანებული ნიუსრუმის" ხელმძღვანელმა ირაკლი მანაგაძემ მიმართა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 2016 წლის 23 აპრილს ეთერში გასული გადაცემა “ბინა 18” შეიცავდა სიძულვილის ენას და ახალისებდა დისკრიმინაციას ლგბტ ადამიანების მიმართ. ირაკლი მანაგაძის აზრით დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს.
ქარტიის სხდომაზე მოპასუხე მხარეებად წარმოდგენილი იქნებიან ტელეკომპანია "GDS" წარმომადგენლები ლევან გოგორელიანი და თემო მჟავია.
სხდომა 20:00 საათზე დაიწყება, ქარტიის ინფორმაციით საქმე საჯარო სხდომაზე განიხილება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაესწროს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან