2016-06-13 20:18:29, 585 ნახვა
საზოგადოება
13 ივნისის 20:00 საათიდან 14 ივნისის 03:00 საათამდე ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა გადაიკეტება
13/14 ივნისის ღონისძიებებთან დაკავშირებით, 13 ივნისის 20:00 საათიდან 14 ივნისის 03:00 საათამდე ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა გადაიკეტება.
შეგახსენებთ, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, დღეს ერთი წელი გავიდა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან