2016-06-13 13:41:15, 657 ნახვა
საზოგადოება
წყნეთის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა
ხშირი ნალექის გამო, წყნეთის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ აშენებულმა დამცავმა კედლებმა ჩამოშლილი მასის შეჩერება უზრუნველყო.
„2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციის მიზნით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ააშენა რკინა-ბეტონის მონოლითური დამცავი კედლები, რომლებიც მსგავს სიტუაციებში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. კლდის ჩამოშლას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დროებით შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან