00:17 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-12 17:18:32, 557 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქმა 17 ივნისს საბერძნეთში დაგეგმილ მართლმადიდებელთა კრებაზე ქართული დელეგაციის არწასვლის მიზეზები განმარტა

სრულიად საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას,  მრევლს 17 ივნისს საბერძნეთში დაგეგმილ „მართლმადიდებელთა დიდ და წმინდა კრებაზე“ დელეგაციის არწასვლის მიზეზები განუმარტა.

როგორც ილია მეორემ ბრძანა,  საქართველო ვერ და არ მიიღებს მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი რთული და მიუღებელია. 

„ღემრთმა ინებოს, რომ მტკიცედ ვიდგეთ მართლმამიდებელ სარწმუნოებაში. 17-დან იწყება კრება საბერძნეთში. ჩვენ ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია. ყველაფერი უნდა გავეკთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა, დავიცვათ მცნებები, რომელიც გადმოგვცა ჩვენ უფალმა“,-ბრძანა უწმინდესმა.

მისივე თქმით, ხვალ სამების საკათედრო ტაძარში 13 ივნისის სტიქიის შედეგად  გარდაცვლილი ადამიანებისთვის პანაშვიდს გადაიხდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics