|
2016-06-11 17:17:47, 1016 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 14 ივნისს გამოაქვეყნებს
სტრასბურგის სასამართლო 14 ივნისს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებს, - ამ ინფორმაციას თავად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ავრცელებს. საქმე ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობის ეპიზოდს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს, მას გამოძიება ამომრჩეველთა მოსყიდვას, სხვისი ქონების მითვისებას და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. სასამართლომ მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა 22 მაისს შეუფარდა, 25 მაისს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტებების გაკეთების გარეშე მერაბიშვილის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. საბოლოოდ 2014 წლის თებერვალში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ექსპრემიერი დამნაშავედ ცნო ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სხვისი ქონების უკანონოდ მითვისებაში და მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მერაბიშვილის რამდენიმე სარჩელი უზენაეს სასამართლოში ამ დრომდე განხილული არ არის. სტრასბურგის სასამართლო 2013 წლის 22 და 25 მაისს მიღებული გადაწყვეტილებების ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მეხუთე თავის რამდენიმე პუნქტისა და მეთვრამეტე მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობს. მერაბიშვილის მხარის პოზიციით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი დასაბუთების გარეშე მოხდა. მერაბიშვილის პოზიციით, მის წინააღმდეგ არსებული სასამართლო საქმეები პოლიტიკური შინაარსის მატარებელია. სტრასბურგის სასამართლოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ვანო მერაბიშვილის საქმეში მოხვდა 2013 წლის 14 დეკემბერს ციხის საკნიდან მისი გაყვანის ეპიზოდიც. ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ მერაბიშვილი მთავარ პროკურორთან შესახევდრად გაიყვანა. მთავარმა პროკურორმა მერაბიშვილს მაშინ კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა ამ ფაქტის შესახებ 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა და სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მერაბიშვილის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)