|
2016-06-10 15:45:14, 557 ნახვა
პოლიტიკა
კლაას დიკჰოფი: დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება მოსალოდნელი არაა
ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრის, კლაას დიკჰოფის განცხადებით, ევროკავშირის შინაგან საქმეტა მინისტრთა საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი არ არის. დიკჰოფის განმარტებით, რამდენიმე ქვეყანა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგია. “არ ვფიქრობ, რომ დღეს გადაწყვეტილება გვექნება, ეს ნათელი გახდა ამ კვირაში. რამდენიმე ქვეყანა კვლავ წინააღმდეგია და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, თავისი მოსაზრება კოლეგებს გაუზიარონ, რათა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება ამ წინააღმდეგობის გადაწყვეტა. ჩვენ როგორც თავმჯდომარე ქვეყანა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს დაბრკოლებები გადავლახოთ”, - კლაას დიკჰოფმა. მიგრაციის მინისტრმა, ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. “ვფიქრობ, წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო, როდესაც შევთანხმდით შეჩერების მექანიზმზე, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ რამე პრობლემა წარმოიქმნება. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო”, - განაცხადა დიკჰოფმა. აღსანიშნავია, რომ დიკჰოფმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნები და რა მიზეზით საქართველოს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგი არიან. “მე, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, შემიძლია, მხოლოდ დავასკვნა, რომ დღეს გადაწყვეტილების მისაღებად ამ საკითხს საჭირო მხარდაჭერა არ აქვს”, - განაცხადა ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრმა. ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება დიკჰოფმა ლუქსემბურგში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე გააკეთა.
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)