19:48 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 08:59:32, 577 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ ვიზალიბერალიზაციის ადრეული შეწყვეტის მექანიზმის ამოქმედებამდე, უვიზო მიმოსვლის გაფორმება მოსალოდნელი არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ  ვიზალიბერალიზაციის ადრეული შეწყვეტის მექანიზმის ამოქმედებამდე, უვიზო მიმოსვლის გაფორმება მოსალოდნელი არ არის.

უსუფაშვილის თქმით, 10 ივნისი საქართველოსთვის ნამდვილად არ არის საბოლოო დღე.

ამასთან, მისივე განცხადებით,  ჯერ გაკეთდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების ადრეული შეწყვეტის მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს აქვს შესამუშავებელი, არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან.

„ჩვენ ბევრი გადამწყვეტი დღე გვექნება წინ. ასე რომ, 10 ივნისი ნამდვილად არ არის საბოლოო დღე. მეტიც,  ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ჩვენ არ ველოდებით, რადგან  შეთანხმება უფრო მიდის იქით, რომ ჯერ გაკეთდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების ადრეული შეწყვეტის მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს აქვს შესამუშავებელი, არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან  და შემდგომ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებები გაფორმდეს. ასე რომ, ევროკავშირის შს მინისტრების შეხვედრა არის მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრა, მაგრამ არა გადამწყვეტი. ასე რომ, ამ შეხვედრის შედეგზე ნუ ავაგებთ ნურაფერს, ნურც ოპტიმისტურს, ნურც პესიმისტურს“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics