|
2016-06-09 14:58:22, 589 ნახვა
საზოგადოება
ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მიღება გაიმართა
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს მხრიდან მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ გეგეშიძემ. აშშ-ს მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ტონი ბლინკენმა (Tony Blinken), თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ელისა სლოტკინმა (Elissa Slotkin), და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გეილ სმითმა (Gayle Smith). ღონისძიებაზე გამომსვლელებმა განსაკუთრებულად ხაზი გაუსვეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას. ძალიან ემოციურია, რომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვაშინგტონში საქართველოს 800-ზე მეტი მეგობარი შეიკრიბა. ეს ადამიანები სხვადასხვა უწყებიდან, სხვადასხვა დროს საქართველოს გვერდით იდგა. იმ პროგრესში, რასაც საქართველომ მიაღწია დიდი წვლილი მიუძღვის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობას, ამერიკელი ხალხისა და მთავრობის დახმარებას ჩვენი დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში. ჩვენ ამ ურთიერთობებს ძალიან ვაფასებთ და მომავალ წლებს დიდი პერსპექტივით ვუყურებთ. ჩვენ ხალხებს შორის მეგობრობის ძალიან მტკიცე საფუძველია ჩაყრილი და ეს პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება. -განაცხადა საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრმა. ღონისძიების ფარგლებში ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) თანათავმჯდომარე კონგრესმენი თედ პო (Ted Poe), აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი (Bruce Andrews) და ჰეპატიტი C ელიმინაციის პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი (Anthony Fauci). საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღების ფარგლებში სტუმრების წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარსდგა მომღერალი ნინო ქათამაძე და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, ასევე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი „Dancing Crane Georgian Cultural Center". ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართა სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მათ შორის გათამაშდა დასასვენებელი საგზურები საქართველოში, ქართული ღვინო და სასაჩუქრე კომპლექტი.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)