21:24 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 11:55:42, 554 ნახვა

საზოგადოება
არქიტექტურის სამსახურის უფროსი: ელისაშვილს ჩემი ღირსების შელახვისთვის სასამართლოში შევხვდები

„ალეკო ელისაშვილმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ცილი დამწამა და ჩემი ღირსების შელახვისათვის მას შევხვდები სასამართლოში“, - ამის შესახებ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

მისივე თქმით, გუშინ 8 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ ეთერში სტუმრად მყოფმა საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლების მისამართით გამოიყენა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.

„როგორც ჩანს, ბატონ ელისაშვილს თავისებური წარმოდგენა აქვს ღირსებაზე, ამიტომ იაფასიანი პოპულარობის მოპოვების მიზნით თავს უფლებას აძლევს თქვას, რაც ენაზე მოადგება და იძახოს ტყუილები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მე ნამდვილად არ ვაპირებ, მოვითმინო მისი მხრიდან ჩემი ღირსებისა შელახვა და ამიტომ ბატონ ელისაშვილს შევხვდები სასამართლოში.
მე ვარ საჯარო მოხელე და ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაკისრია საზოგადოების წინაშე, ამიტომ მიმაჩნია, რომ საჯარო მოხელეებმა უპასუხოდ არ უნდა დატოვონ მსგავსი ბრალდება“, - განაცხადა დიმიტრი მოსულიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics