18:21 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 11:05:45, 608 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქართველო ევროპის ენერგო მომარაგების განუყოფელი ნაწილი გახდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი   გიორგი კვირიკაშვილი  ეკონომიკური პოლიტიკის  კვლევის ცენტრის, კონრად ადენაუერის  ფონდისა და თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

კონფერენციაზე საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების არსებულ და მომავალ როლზე, ასევე გლობალურ ენერგო პროცესებში დასავლეთის ქვეყნების მნიშვნელობაზე მსჯელობენ.

ამასთან, გაიმართა დისკუსია საქართველოს მთავრობის სავარაუდო  სტრატეგიაზე, შეცვლილ  პოლიტიკურ რეალობაში .

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ადგილი უკავია ენერგოუსაფრთხოებას საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში ენერგოუსაფრთხოება ევროვნული უსაფრთხოების განუყრელი ნაწილი გახდა.

მისივე თქმით, საჭიროა ყველა შიდა რესურსის გამოყენება და ახალი წყაროს მოძიება.

პრემიერის განცხადებით, ქვეყანა ჰიდრორესურსებით მდიდარია, რომლის მხოლოდ 25-30% -ია გამოყენებული.

„ ჩვენ შევქმენით დამოუკიდებელი მარეგულირებელი ინსტიტუტები, 16-17 წელია მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტურტები ჩავრთეთ, ასევე არსებობს საქართველოს საპარტნიორო ფონდი, რომელიც მოქმედებს როგორც მნიშვნელოვანი კატალიზატორი. ფინანსურ ინსტიტუტებს საქართველოში მნიშვნელოვანი ექსპერტიზა შემოაქვთ. ინსტიტუციურად და სამართლებრივად მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ საქართველოში, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ტრანზიტული როლი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ დაუახლოვდეს დასავლეთს, ევროატლანტიკურ სივრცეს.

„ჩვენთვის აზერბაიჯანი ასევე,  ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია ბუნებრივი გაზის, ბუნებრივი რესურსების მოწოდების თვალსაზრისით“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო  შემოდგომაზე ევროპულ ენერგოსაზოგადოებასთან მიერთებას აპირებს.

„ევროპის ენერგო მომარაგების განუყოფელი ნაწილი გახდება საქართველო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics