10:29 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 18:24:38, 3932 ნახვა

კულტურა
ივანიშვილმა ფიროსმანის ტილო „სოტბის“ აუქციონზე 629 ათას ფუნტ სტერლინგად იყიდა

ლონდონში, "სოტბის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო "შველი წყლის პირას" ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.

"სოტბის" აუქციონზე ტილო დღეს 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. აღსანიშნვია, რომ ნახატის საწყისი ფასი 150 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.

’’შველი წყლის პირას’’ რუსული მხატვრობის სექციაში იყო წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მხატვრების - ნიკო ფიროსმანისა და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები ლონდონის "სოტბის" სააუქციონო სახლი რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში გაიყიდა. ორივე მხატვარს ფრჩხილებში მითითებული ჰქონდა - ქართველი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად "სოტბის" აუქციონის სახლი ავრცელებს.

ცნობისთვის, რომ 2015 წლის ივნისში, ლონდონში, "კრისტის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა" ასევე რუსული მხატვრობის სექციაში იყო განთავსებული. ნახატი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 486 100 დოლარად შეიძინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრემლმა პუტინისა და გერმანიის ყოფილ კანცლერ შროდერის შეხვედრის შესახებ განაცხადა
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics