|
2016-06-07 11:53:30, 1005 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ დიმიტრი ძაგნიძე 500 ლარით დააჯარიმა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესზე, კომპანიის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილის პროცესზე არ დაუშვეს. ამასთან, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა სხდომაზე "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაშვებასთან დაკავშირებითაც. „პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმ ისტორიის გახსენება, თუ როგორ მოხდა საავტორო უფლებებზე სარჩელის წარდგენა. როგორც ქიბარ ხალვაშმა განაცხადა ის 10 წელი ემზადებოდა ლოგოს და გადაცემების უფლებების დასაბრუნებლად. ბოლო დღემდე იცავდნენ და აპელირებდნენ , რომ მათ უნდოდათ საავტორო უფლებების დაცვა. ყველამ იცოდა, რომ დღეს დასრულდებოდა პროცესი და სულ ბოლო წამში პაატა სალია უარს ამბობს სააპელაციო საჩივარზე. ეს ნათელი დასტური იმისა, რომ პაატა სალიამ ფაქტობრივად მწვანე ხალიჩა დაუგო მოსამართლეებს იმისათვის, რომ მათ ჰქონოდათ ბრჭყალებში სამართლებრივი საფუძველი , რომ არ დაეშვათ პროცესზე ნიკა გვარამია და ასევე ჩვენ ადვოკატები. ნიკა გვარამია დარბაზში როგორც დამსწრე რომ დაესწროს ამის უფლებაც არ აქვს მას. შესაბამისად ნათელი ხდება რა გზით მიდის სასამართლო“, - განაცხადა თამთა მურადაშვილმა. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შემდეგ, სხდომათა დარბაზში მყოფმა პოლიტიკოსებმა, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ტელეკომპანიის ადვოკატებმა მოსამართლეთა აცილება კიდევ ერთხელ მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ ამაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, ადვოკატებმა 2 საათიანი შესვენების გამოცხადების შუამდგომლობა დააყენეს. მათი თქმით, თამთა მურადაშვილთან და დიმიტრი საძაგლიშვილთან პოზიციები აქვთ შესათანხმებელი. "4 მარწმუნებელი ერთად ვამზადებდით საქმეს და მოგვცეით საშუალება, რომ მათ გადმოგვცენ პოზიციები. მოგვეცით საშუალება, შევათანხმოთ პოზიციები, რაც მათ ჰქონდათ მომზადებული და ჩვენ ფიზიკურად არ გვაქვს",-აღნიშნეს ადვოკატებმა. თუმცა სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველს უნდა დაესრულებინა წინა პროცესზე დაწყებული შესაგაბელის თქმა, რის შემდეგადაც შესვენება გამოცხადდებოდა. გარდა ამისა, სასასამართლომ, მოსამართლესთან შეპასუხების გამო, TV საქართველოს ადვოკატი დიმიტრი ძაგნიძე 500 ლარით დააჯარიმა. "რუსთავი2"-ის საქმეზე პროცესი სააპელაციო სასამართლოში კამათის ფონზე მიმდინარეობს. ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველ პაატა სალიას შესაგებელის დასრულების საშუალება არ ეძლევა. "რუსთავი2"-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხება, რომლითაც ტელეკომპანიის წილის 100% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)