15:06 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 02:06:04, 485 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ გეგეშიძე: ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ და სადაც დასჭირდება, იქ დავდგები

"ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ და სადაც დასჭირდება, იქ დავდგები" - ამის შესახებ კორცხელის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე, სპორტსმენი ვლადიმერ გეგეშიძე "კვირის პალიტრისთვის" მციემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისი განცხადებით, ის სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისივე თქმით, ის "ოცნების" მხარდამჭერია და სადაც პარტიას დაჭირდება იქ დადგება.

„დიდი ალბათობით, გავასაჩივრებთ. საკმაოდ დიდი თანხაა, რომლის გადახდაც შეიძლება ვერ შევძლოთ, თანაც რისთვის? პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა მოსთხოვონ პასუხი, რომლებიც მთელი ცხოვრება პროვოკაციებს აწყობდნენ...კადრებში არ ჩანს, რა ხდებოდა მანამდე. საარჩევნო უბანზე დილით მივედი. სიმშვიდე იყო, არავინ იფიქრებდა, რომ დაპირისპირება დაიწყებოდა. ბიჭები ჩხუბს არავისთან აპირებდნენ. როგორც კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გამოჩნდნენ, ნათელი გახდა, რომ პროვოკაცია გათვლილი ჰქონდათ-სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და ჩვენს გამოწვევას ცდილობდნენ. ჩვენ ვაჟკაცები ვართ და შეურაცხყოფას არავის შევარჩენთ... ვერავინ მიმითითებს, პასუხი ვის როგორ გავცე. ჩვენს ადგილას, სხვებიც იმავეს გააკეთებდნენ. ბიჭები კორცხელში საკუთარი ინიციატივით წავედით, პირადად მე, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერი ვარ და სადაც დასჭირდება, იქ დავდგები.“ნაცმოძრაობის“ დემაგოგობის დრო დამთავრდა, ხმის ამოღებსაც ვერ უნდა ბედავდნენ“, - განაცხადა გეგეშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics