2016-06-06 19:15:11, 689 ნახვა
საზოგადოება
ბათუმი-თბილისის დანიშნულებით მოძრავ ჩქარ ელექტრომატარებელს მოძრაობის განრიგი შეეცვალა
ბათუმი-თბილისის დანიშნულებით მოძრავ ჩქარ ელექტრომატარებელს მოძრაობის განრიგი შეეცვალა.
ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული.
„საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ №851 ბათუმი-თბილისის დანიშნულებით მოძრავ ჩქარ ელექტრომატარებელს (დროებით, სამუშაოების დამთავრებამდე) შეეცვალა მოძრაობის განრიგი. აღნიშნული ელექტრომატარებელი ბათუმიდან გამოდის 18 საათსა და 20 წუთზე. (ნაცვლად 16 სათისა და 35 წუთისა).
სს „საქართველოს რკინიგზა’’ ბოდიშს გიხდით მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან