|
2016-06-06 17:35:37, 973 ნახვა
სამართალი
მოშიმშილე უვადო პატიმრების ნათესავები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან უვადო პატიმრების ახლობლები შეიკრიბნენ. მათი თქმით, უკვე 20-დღეა, რაც მე-8 და მე-6 დაწესებულებებში უვადო პატიმრები შიმშილობენ, რომელთა პროტესტსაც თავადაც ჯერ ამ აქციით უერთდებიან, შემდგომ კი, ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ, შიმშილობას დაიწყებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, როდესაც 2012 წელს საყოველთაო ამნისტია გამოვიდა, ყველა მსჯავრდებულს სასჯელი სულ მცირე ¼-ით მაინც შეუმცირდა, მათ შორის იგივე სახის დანაშაულისთვის მსჯავრდებულებსაც, რა სახის დანაშაულებიც ინკრიმინირებულ უვადო პატიმრებს აქვთ. მათი განმარტებით, უვადო პატიმრებს 80 განჩინებაში სასამართლომ დაუწერა: “ ამნისტიის კანონის თანახმად, ¼-ით შეგიმცირდათ უვადო სასჯელი, მაგრამ გრჩებათ კვლავ უვადო ამნისტიის კანონის უზენაესობით“. უვადო პატიმრების ახლობლების განცხადებით, ეს საკანონმდებლო ხარვეზი უნდა გამოსწორდეს: „ჩვენი შვილები უკვე 20 დღეა შიმშილობენ, არიან უკანასკნელ ზღვარზე სიცოცხლე რომ აღარ აქვთ. უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფებიან. მოვითხოვთ1 /4-ის, რაც კანონით შეეხოთ 2012 წლის ამნისტიის დროს, იმის განხორციელებას. ეს მათი პირველი შიმშილობა არაა, ადრე შედიოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, პირდებოდნენ, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება. მათ გადაწყვეტილი აქვთ, დაიხოცებიან და აღარ შეწყვეტენ ამ შიმშილობას იმიტომ, რომ მათ ცოცხალი სასაფლაო აქვთ იქ მოწყობილი, მათთვის არაფერი არ არის. არავინ არ გვხდება, არც ჩვენ და არ მათ. 20 დღეა ადამიანი არ შესულა და არაფერი უთქვამთ. დღეიდან გარეთ გამოსვლაც აკრძალეს და ექიმებზეც უარი თქვეს. თუარ გაგვცემენ პასუხს, დღეიდან შიმშილობას იწყებენ და ჩვენც შევუერთდებით. სამი ოსი უვადო პატიმარი გაუშვეს, ნუთუ მათ ეკუთვნით, რომ საერთოდ გაათავისუფლონ და ესენი წლებზე არ გადაიყვანონ?“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ უვადო პატიმრის დედამ, სოფიო ტურაძემ. კიდევ ერთი უვადო პატიმრის ბესარიონ საბაშვილის მეუღლის თქმით, მან შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მისივე განცხადებით, პატიმრებთან სასაუბროდ ციხეში არავინ შესულა: „ვუერთდებით ჩვენს მოშიმშილე უვადო პატიმრებს. ვიწყებ შიმშილობას ამ აქციასთან დაკავშირებით, რადგან კანონმდებლისგან ყურადღების მიქცევა არ ხდება. 17 რიცხვიდან შიმშილობენ და ძალიან ცუდად არიან. არავინ გამოგვხმაურებია. ჩვენ კიარა, პატიმრებთან არ არიან შესულები“, - აღნიშნა მან „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას.
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)