20:00 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 14:42:41, 686 ნახვა

საზოგადოება
საატესტატო გამოცდებზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარის დაწევა არ იგეგმება

საატესტატო გამოცდებზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარის დაწევა არ იგეგმება.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა ალექსანდრე  ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პირიქით, ფიქრობენ, როგორ მოამზადონ ბავშვები იმისათვის, რომ მომავალში უფრო მაღალი ზღვარი გადალახონ.

 „ზღვარის დაწევა რაიმე მიმართულებით, საერთოდ, გარკვეული აზრით დანებებას ნიშნავს. ჩვენი სურვილი ყველასი ერთად არის, რომ გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა. თუ რაიმე ტესტირებამ გამოავლინა, რომ სადღაც პრობლემა გვაქვს, ჩვენ არ შევუშინდეთ ამ პრობლემას და უნდა პირიქით, მოვუმატოთ სწავლის დონე.  არ ვფიქრობთ ზღვარის დაწევაზე, პირიქით ვფიქრობთ, როგორ ვასწავლოთ ჩვენ ბავშვებს იმისთის, რომ დღევანდელი კი არა, უფრო მაღალი ზღვარი დაძლიონ მომავალში“, - განაცხადა ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics