14:20 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 09:41:59, 920 ნახვა

სამართალი
შსს-ს თანამშრომლები ზაზა ჩუბინიძე და პავლე ბუბულაშვილი სამსახურიდან დაითხოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიმდინარე  წლის 7 მაისს, ქალაქ ონში შს სამინისტროს მოსამსახურეებს - ზაზა ჩუბინიძესა და პავლე ბუბულაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის თაობაზე სამსახურებრივი შემოწმება ჩაატარა.

შედეგად, უწყების ინფორმაციით,  შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს უფროსი ზაზა ჩუბინიძე და შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსი პავლე ბუბულაშვილი შს ორგანოებიდან დაითხოვეს. 

შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - თანამდებობიდან ჩამოქვეითება: ხოლო შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს გამოეცხადა შენიშვნა. ეს უკანასკნელი, ასევე, ჩამოქვეითებულია თანამდებობიდან.

"შესაბამისად, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ სატელევიზიო ანონსში 2016 წლის 7 მაისს მომხდარი ინციდენტის პოლიციის დღესთან დაკავშირება, (რომელიც 2016 წლის 2 ივნისს აღინიშნა), სრულიად შეუსაბამოა. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კონფლიქტის დროს პოლიციის აწ უკვე ყოფილ თანამშრომლებს შორის მოხდა მხოლოდ სიტყვიერი და არა ფიზიკური დაპირისპირება, მით უფრო, ნივთის (როგორც მედიასაშუალებით გაჟღერდა - ხელკეტის) გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ამას ადასტურებს შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების დროს დაკითხულ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის, თვითმხილველები და მოწმეები. გამოკითხულია ასევე ჟურნალისტი იმერეთის რეგიონიდან, რომელმაც პირველად გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია. ფაქტის (ხელკეტების გამოყენება) სარწმუნოობას ვერც იგი ადასტურებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, უწყებაში გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ყველა ინფორმაცია, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics