2016-06-05 15:15:18, 600 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე: ჩვენ უამინდობა ვერ შეგვაშინებს, რადგან ახალი საქართველო უნდა ავაშენოთ
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“-ს დაფუძნების ღონისძიების დაწყებამდე გიორგი ვაშაძემ მხარდაჭერებს სიტყვით მიმართა.
ვაშაძემ მათ მოუწოდა, უამინდობამ არ შეაშინოთ, ვინაიდან მისივე განმარტებით,სწორედ დღეს უნდა ჩაეყაროს საფუძველი ახალი საქართველოს მშენებლობას.
„დიდი მადლობა მინდა გითხართ ყველას, რომ ამ საშინელ ამინდში მობრძნდით. ჩვენ ამინდი ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ ახალი საქართველო უნდა ავაშენოთ“,-მიმართა ვაშაძემ მხარდამჭერებს.
"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს მხარდამჭერები დასავლეთ საქართველოდან შემოურთდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან