|
2016-06-03 13:05:45, 580 ნახვა
პოლიტიკა
„უპირველეს ყოვლისა ივანიშვილს კორექტულობისკენ მოვუწოდებ“, - შავგულიძე ივანიშვილს პასუხობს
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს პასუხობს, როდესაც მან შავგულიძეს სამარცხვინო უწოდა, მიზეზად კი დეპუტატის მიერ უგულავას პოლიტპატიმრად მოხსენიება დაასახელა. აღნიშნული განცხადება, ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას გააკეთა. შავგულიძე ბიძინა ივანიშვილს კორექტულობისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ მაშინ კონსტიტუციური ნორმა დაირღვა და უგულავა პატიმრობაში უკანონოდ რჩებოდა. ახლაც ადასტურებს, რომ მაშინდელი გარემოებებიდან გამომდინარე უგულვას პატიმრობა პოლიტიკურად იყო მოტივირებული. „სიმართლე გითხრათ, მისი ინტერვიუ არ მომისმენია, მაგრამ ეს ფრაზა წავიკითხე. უთქვამს, რომ თურმე უგულავას პოლიტპატიმრად მოხსენიება სამარცხვინოა. უპირველეს ყოვლისა, მას ვურჩევდი, რომ გამოთქმებში კორექტული იყოს. რაც მაშინ ვთქვი უგულავასთან დაკავშირებით იგივეს ვადასტურებ ახლაც. მაშინ, როდესაც 9 თვის მანძილზე ბრალდებამ და სასამართლომ ვერ მოახერხა და ვერ დაადგინა განაჩენი, მაგრამ ის მაინც რჩებოდა პატიმრობაში კონსტიტუციური ვადის დარღვევით (კონსტიტუციის თანახმად წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვით განისაზღვრება). ამ გარემოებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამართლებდნენ თავიანთი საჯარო გამოსვლებით. არ მინდა სიტყვა „სამარცხვინო“ გამოვიყენო, მაგრამ არასათანადოდ იქცეოდა პროკურატურა. დროის გაწელვით და სხვადასხვა ხრიკებით ცდილობდა რომ როგორმე ახალ განაჩენს მოესწრო და არ გამხდარიყვნენ იძულებულები, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების შესაბამისად უკანონო პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ. ეს ყველაფერი იძლეოდა და იძლევა საფუძველს, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური მდგენელი იყო ეს. მე არ შევდივარ მსჯელობაში, განაჩენი გამამართლებელი უნდა ყოფილიყო თუ გამამტყუნებელი. ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ სახეები ამართლებდნენ ამ უკანონობას, ეს იძლევა საფუძველს რომ ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური და არა სამართლებრივი. ის იმ პერიოდში პოლიტიკური მიზნით იყო პატიმრობაში. სხვა საკითხს ვერ შევაფასებ, გამომდინარე იქიდან რომ როგორც აღვნიშნე, გადაცემა არ მინახავს. მე ვნახე მხოლოდ ეს მოკლე ფრაგმენტი. ვიმეორებ მას პირველ რიგში კორექტულობისკენ მოვუწოდებ და აქვე ვადასტურებ, რომ ჩემი მაშინდელი შეფასება აბსოლუტურად სწორი იყო“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ შალვა შავგულიძემ. შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო „თავისუფლების“ ერთობლივ პროექტ „ინტერვიუში“ განაცხადა, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძეზე სამარცხვნო „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ, ადვოკატ შალვა შავგულიძის განცხადება იყო: „მურუსიძის ქცევაზე მეტი სამარცხვინო ჩემთვის იყო ის, რომ შავგულიძემ, რომელიც გირგვლიანის ადვოკატი იყო, იკადრა და პოლიტპატიმრად უგულავა დაასახელა. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილიც, რომ პატიმარი ყოფილიყო, მასაც პოლიტპატიმრად მოიხსენიებდა. ჩემთვის აუხსნელი იყო, რომ კაცმა, რომელმაც გირგვლიანის ადვოკატი იყო, პოლიტპატიმრებად დაასახელა ის პირები, ვინც უბედურება დაატრიალეს ქვეყანაში - გირგვლიანს რა გაუკეთეს. ჩემთვის ეს დიდი სირცხვილია”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)