11:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 11:21:17, 590 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი - საქართველო ღიაა ჩინელი ხალხისთვის, ჩინური ინვესტიციებისა და ინოვაციური იდეებისთვის

მოხარული ვარ, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, წარმატებით ვითარდება და თქვენი ვიზიტი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერ ჭანგ გაოლისთან.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან პარტნიორობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

მხარეებმა ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, კიდევ უფრო ზრდის ორი ქვეყნის პარტნიორობის მნიშვნელობას.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ღიაა ჩინელი ხალხისთვის, ჩინური ინვესტიციებისა და ინოვაციური იდეებისთვის.

შეხვედრისას საუბარი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასაც შეეხო.

პრემიერმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics