11:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 21:08:07, 720 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ვერ წარმომიდგენია სიტყვა საფრთხე ჩემთან თანხვედრაში იყოს

თუ ჩემს პიროვნებას იცნობთ ძალიან კარგად, ჩემს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე ადრეც მოგისმენიათ, სიტყვა საფრთხე გადაჭარბებულია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ინტერვიუში“ განაცხადა.

მისივე თქმით, იქ ქვეყნის წინაშე, როგორც რიგითი მოქალაქე ისეა წარმოდგენილი.

 „მოქალაქის სტატუსით ვარ წარმოდგენილი სხვა სტატუსი არ გამაჩნია. მოქალაქე ეს არის პატარა მცნება, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, მას ქვეყნის საწინააღმდეგოდ არასდროს უმოქმედია.

„მთელს ჩემს მოღვაწეობაში ვერ ნახავთ ვერც ერთ ისეთ ხაზს, თუ „რუსთავი 2“-ს, სიცრუის მანქანას არ მოუსმენთ, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამე გამეკეთებინოს. ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება, სინდისით ვცხოვრობდი. არა თუ კანონს ვემორჩილებოდი, სინდისს ვუხმობდი ყოველთვის. ვერ წარმომიდგენია სიტყვა საფრთხე ჩემთან თანხვედრაში იყოს. ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ“, - განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics